weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პოლიტიკა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა ალან გაგლოევს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. განცხადება მოსკოვის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველეძემ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიტიკურ დევნაზე „ხელაღებით საუბარი“ არ შეიძლება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის გამო აკრიტიკებს. ამასთან, გაგლოევი რუსეთთან გაერთიანების იდეას მხარს უჭერს…

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან არასოდეს ყოფილა. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით აკეთებდა კომენტარს.

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. დამფუძნებელი ყრილობის მონაწილეებს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევის მიზეზი „ძალიან პოზიტიურია“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებით რუსეთი შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას ამოწმებს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება. შესაბამისი „ბრძანება“ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს, 13 მაისს, „უფლებამოსილების“ ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე…

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე შეკითხვას უპასუხა. ზურაბიშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს, თუმცა თავად ვერ შეაფასებს, არის თუ…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შექმნილ სირთულეებთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები დაისვა და მიმდინარე პროცესებს მთავრობაც ყურადღებით აკვირდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]