weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პოლიტიკა

„რატომ ვართ ასეთი არხეინები?! ეს ძალიან მიკვირს. ღვთის იმედად ვართ, რომ თავს არ დაგვესხმებიან, თუ მარია ზახაროვას და მეორე საზიზღარი ქალის, სიმონიანის გულს თუ მოვიგებთ, დაცულები ვიქნებით?“, – განაცხადა პარტია…

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის შესავსებად მთავრობამ ტიტანური შრომა გასწია.

„ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოსთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე…

„საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა. მედიასთან კომენტარის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ომში გამარჯვებაში ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ კანდიდატმა, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარლამენტარ ექიმებს, მათ შორის, დიმიტრი ხუნდაძეს და დავით სერგეენკოს, მოუწოდებს, პარტიული დღის წესრიგიდან გამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე იზრუნონ.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ დაასრულა მუშაობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე და ბოლო ნაწილზე. დოკუმენტი ევროკომისიას 10 მაისს გადაეცემა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]