weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2022 წლის მარტში გარკვეულწილად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები რუსეთს კვლავაც მთავარ საფრთხედ აღიქვამენ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა მოამზადა.

„საქართველომ უარი თქვა აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნით უკრაინის დახმარებაზე. მოდით, უკვე გავუხსნათ ავიამიმოსვლა“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას. 

„დღეს ხელისუფლებაში რომ სააკაშვილი ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ეს იყო განზრახვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის შეფასებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის ქმედებების გამართლებას და ოკუპანტი ქვეყნისთვის თავის მოწონებას ცდილობს.

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ უარყო მოსკოვში მისი ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. როგორც მან დღეს, „ალტ-ინფოს“ ეთერში განაცხადა, აღდგომის მარხვის პერიოდი მონასტერში გაატარა.

ვიცე-პრემიერისა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, თეა წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ჩრდილოვანი მმართველი“ არ არის. ეს განცხადება წულუკიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

სანქცირებული რუსი მილიარდერის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანაზე მუშაობს და ამ საკითხზე, ალი უზდენოვთან ერთად, ბიზნესმენებსაც შეხვდა. გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, უზდენოვი ევტუშენკოვმა…

„ეს არის მთლიანად დეზინფორმაციული კამპანიის კონვეიერი საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია არეულობა ქვეყანაში და ქვეყნის ომში ჩართვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]