weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პოლიტიკა

„სამწუხაროდ, ჩვენი დაზვერვა არ ცდება. მე ძალიან მინდა, ცდებოდეს, მაგრამ არ ცდება“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე, რომ რუსეთი საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“…

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით არხებს ქმნის, რომელთა მეშვეობითაც სანქცირებული საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების საქონლის, საზღვარზე უკანონოდ შეტანა სურს.

„სამწუხაროა, რომ გვიწევს კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე საუბარი და ეს არის, ალბათ, გასაზიარებელი პასუხისმგებლობა ბევრი სხვადასხვა მხარის მიერ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. მან შეცვალა დავით ზალკალიანი, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს ტოვებს. როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზალკალიანი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებულნი ვართ სასტიკი ველური სცენებით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების…

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2 აპრილს რუსთავსა და გარდაბანში გაიმართა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა გაიმარჯვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ „იალჩინის“ მრავალსართულიანი კომპლექსი არ აშენდება.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში გაემგზავრება. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა დინა გასიევამ განაცხადა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ აჭარას შეუძლია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიბაძოს და საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის პროცესი დაიწყოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]