weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას მიესალმება. ამის შესახებ მისი განცხადება Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, რომელშიც 30 დეპუტატია გაწევრიანებული, საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოთხი წლის ვადით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს. მან 18 ოპოზიციური ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ არც საკუთარი კანდიდატი დააყენა და არც კენჭისყრაში მიიღო…

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა, სადაც შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელათ, გაურკვეველი დროით გადაიდო. 

„უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ყველაფერი ისე წერია, როგორც ეს მოცემულ სიტუაციაშია საჭირო“, – ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მეშახტე დაიღუპა, რვა კი დაშავდა. დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობისა და ამჟამინდელი სექციის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ აქციის გამო, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი სოსლან ნანიევი ოკუპრებული ახალგორის [ლენინგორი] რაიონში იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნანიევი საზოგადოების წარმომადგენლებსა და რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა და…

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ეროვნული თანხმობის პროცესის ახსნა სურდა, თუმცა საუბარი არ შედგა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის მიხედვითაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 9% უჭერს მხარს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება არ სურს,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]