weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ახალი წლის მისალოც წერილს აქვეყნებს. სააკაშვილი საჯაროდ პირველად წერს უმცროსი შვილის, ელის მარია სააკაშვილის შესახებ, რომელიც მას მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ჰყავს. 

პარლამენტმა სამი მოსმენით განიხილა და დღეს, რიგგარეშე სხდომაზე, მხარი დაუჭირა 28 დეკემბერს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების – სპეციალური საგამოძიებო…

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ გამარჯვება მცირე დროის საკითხია. როგორც მელია ამბობს, ვიდრე სააკაშვილი ტყვეობაშია, ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდე ვერ იქნება.

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის პოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის ფაქტით აღშფოთებულია.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის N12 დაწესებულებში იმყოფებოდა, სადაც წუხელ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. გვარამიას თქმით, სააკაშვილი ძალიან სუსტადაა და ის სამედიცინო დაწესებულებიდან ყალბი…

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში კანონის სრული დაცვით არის გადაყვანილი. სახელმწიფო უწყებამ ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ათი საათის შემდეგ დაადასტურა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იანვრიდან პარლამენტში დაიწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ მედიის მიერ „ობიექტურობის, სამართლიანობის და სიმართლის“ სტანდარტების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები შეიქმნას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გვიან ღამით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, პატიმრის გადაყვანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა აპირებს.

„მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]