weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პოლიტიკა

რუსეთის ფედერაცია ითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო/NATO) წევრები უნდა გახდნენ. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „პირდაპირ რუსულ დაკვეთად“ მიაჩნია.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი პაატა ყულიაშვილი, მის პირველ მოადგილედ კი რამიზ რამაზანოვი აირჩიეს. რამაზანოვმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. თავმჯდომარის ასარჩევად მისი ხმა გადამწყვეტი იყო. 

ხზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს. სხდომიები ერთ კვირაში, 17 დეკემბერს ჩატარდება.

ზუგდიდის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ლაგვილავამ მანდატზე უარი თქვა. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სხდომაზე გახდა. ლაგვილავას თქმით, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დარჩება.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი რამიზ რამაზანოვი ოპოზიციის ბოიკოტს გაემიჯნა და საკრებულოს სხდომაზე მივიდა. რამაზანოვი მასზე ზეწოლას უარყოფს და აცხადებს, რომ სხდომაზე მისვლის გადაწყვეტილება ფიქრის შემდეგ მიიღო. მისივე თქმით, აპირებს საკრებულოს…

„საქართველოს კოვიდის მართვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს. ჩვენ ვართ მერვე ადგილზე კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით – მეოთხე ადგილზე. მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა…

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს შეკითხვაზე, როგორ შეხვდება გორი ახალ წელს, უპასუხა, რომ მაშინ დაელაპარაკება, როცა „ტყუილებს თავს დაანებებენ“. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილი ამბობს, ტიკარაძემ უარი თქვა მის ჯანმრთელობის მდგომარებაზე „ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა“, რაც…

„თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?!“ – თქვა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის განაცხადებაზე კომენტირებისას. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]