weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნიკა ქუთათელაძემ „პარი სენ-ჟერმენთან“ პროფესიონალური ხელშეკრულება გააფორმა

10:21 შაბათი, 01 ივლისი 2017

ქართველი ფეხბურთელი ნიკა ქუთათელაძე „პარი სენ-ჟერმენის“ 17-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. 16 წლის თავდამსხმელმა პარიზულ კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და დამდეგ სეზონში საფრანგეთის 17-წლამდელთა ჩემპიონატში მოუწევს თამაში, რომლის მოქმედი ჩემპიონი სწორედ „პარი სენ-ჟერმენი“ გახლავთ.

ხელშეკრულების დებულების თანახმად, ნიკა ქუთათელაძეს მთავარი გუნდის მწვრთნელის დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეეძლება პირველ გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17 წლამდე ნაკრების წევრმა ნიკა ქუთათელაძემ გასული სეზონი „პარი სენ -ჟერმენის“ 15 წლამდე ასაკობრივ გუნდში გაატარა და ლიდერიც იყო - 20 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]