weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელაველი მიხეილ ბახბახაშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

15:36 შაბათი, 01 ივლისი 2017

თელაველმა ძიუდოისტმა მიხეილ ბახბახაშვილმა ლიტვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ბახბახაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში 5 შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე გამარჯვებით დაასრულა.

17 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში რუსი დიმიტრი პრიდირა ორ წუთში დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ გნიაზ მაჰმუდლუს იპონით სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ლიტვის ქალაქ კაუნასში კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი 30 ივნისს დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სახელით ექვსმა ძიუდოისტმა - ლუკა კაპანაძემ (55კგ), გიორგი კაპანაძემ (60კგ), მიხეილ ბახბახაშვილმა (66კგ), სალომე ბლიაძემ (48კგ), ეკატერინე ტატუნაშვილმა და მარიამ მაზანაშვილმა (ორივე 52კგ) იჭიდავეს, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მხოლოდ მიხეილ ბახბახაშვილმა შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]