weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„სამტრედია“ აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღთან“ განადგურდა

23:14 სამშაბათი, 11 ივლისი 2017

ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი კლუბი „სამტრედია“ სტუმრად აზერბაიჯანში ქვეყნის ჩემპიონ „ყარაბაღთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ხუთი უპასუხო გოლით დამარცხდა.

გია ცეცაძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის პირველივე ტაიმი დიდი ანგარიშით წააგო. ანგარიში მე-10 წუთზე აფრან ისმაილოვმა პენალტით გახსნა, 36-ე წუთზე სამტრედიელთა კარი ანსი აგოლის ჩაწოდების შემდეგ დინო ნდლოვუმ თავური დარტყმით აიღო, ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით სამხრეთ აფრიკელმა ნდლოვუმ დუბლი გაიფორმა.

მეორე ნახევარში „ყარაბაღმა“ ბოლო შვიდ წუთში ორმატჩიანი დაპირისპირების ინტრიგა მოკლა: 83-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჰაიტელმა უაილდ-დონალდ გერიემ მეოთხე გოლი გაიტანა ომარ მიგინეიშვილის კარში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე კი მიჩელმა მეხუთე გოლით წერტილი დასვა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 18 ივლისს თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ბაქო, ტოფიკ ბაჰრამოვის სახელობის რესპუბლიკის სტადიონი

ყარაბაღი – სამტრედია 5:0

ყარაბაღი: შეჰიჩი, ყარაევი, მედვედევი, მიჩელი, ნდლოვუ, მადათოვი, რ. სადიგოვი (კ) (ჟეჟნიჩაკი 30), ა. ისმაილოვი (გერიე 75), აგოლი, ა. ჰუსეინოვი, დინიევი (რ. ალმეიდა 64).

მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, კასრაძე, სანდოხაძე, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (ბერიაშვილი 68), მარკოზაშვილი, საბანაძე, მჭედლიშვილი, ბალდე, დათუნაიშვილი (კ), სამუშია (ჯიქია 63).

მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯი: მეთე ქალქავანი (თურქეთი)

გოლები: ისმაილოვი (10) (პ), ნდლოვუ (36), ნდლოვუ (45+1) (პ), გერიე (83), მიჩელი (90+2).

გაფრთხილება: მანჯგალაძე (5), ბალდე (7), სამუშია (58).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]