weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლუის ჰამილტონმა სილვერსტოუნის გრან-პრი მეხუთედ მოიგო

14:59 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლა, რომლის ბოლო წრეებზეც „ფერარის“ პილოტებს იღბალმა ზურგი აქცია. ჰამილტონმა საშინაო რბოლა ზედიზედ მეოთხედ, კარიერაში კი მეხუთედ მოიგო და ლეგენდარული ჯიმი კლარკის მიღწევა გაიმეორა. მან პოულიდან ფინიშამდე მოწინავე პოზიცია წამითაც არავის დაუთმო და ბოლოს უსწრაფესი წრეც დააფიქსირა.

ბრიტანელი პილოტისთვის ეს F1-ში მოპოვებული რიგით 57-ე გამარჯვებაა, რითაც მინიმუმადე შეამცირა სებასტიან ფეტელთან ჩამორჩენა. „ფერარის“ პილოტების უიღბლობის წყალობით, „მერსედესმა“ დუბლი შეასრულა - მეორე ადგილი ვალტერი ბოტასმა დაიკავა, ვინც რბოლა მეცხრე პოზიციიდან დაიწყო.

რაც შეეხება „ფერარის“ პილოტების უიღბლობას. 49-ე წრეზე რაიკონენის მანქანაზე წინა მარცხენა ბორბალი დაეშვა. ამ დროს ის მეორე იყო, მაგრამ ბორბალის დაზიანების გამო ბოტასს მისი გასწრება არ გასჭირვებია. უფრო მეტიც, რაიკონენს თანაგუნდელმაც გაასწრო, მაგრამ ერთი წრის შემდეგ იგივე ბორბალი ფეტელსაც დაუზიანდა. ორივეს ბოქსებში შესავლამ მოუწია და თუ ფინელმა მესამე ადგილის შენარჩუნება მაინც შეძლო, ფეტელს ნაკლებად გაუმართლა და მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მომდევნო ეტაპს ორ კვირაში ბუდაპეშტის ჰუნგარორინგი უმასპინძლებს.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (5.891კმ, 51 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:21:27.430

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) +00:14.063

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 00:36.570

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 00:52.125

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 01:05.955

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 01:08.109

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 01:33.989

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1 წრე

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე

დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 1 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 19 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 51 წრე

ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, „რენო“) 51 წრე

უსწრაფესი წრე:

ლუის ჰამილტონი - 1:30.621, 48-ე წრე

2017 წლის მრბოლთა საერთო კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 177 ქულა
  2. ლუის ჰამილტონი - 176
  3. ვალტერი ბოტასი - 154
  4. დანიელ რიკარდო - 117
  5. კიმი რაიკონენი - 98
  6. მაქს ფერსტაპენი - 57
  7. სერხიო პერესი - 52
  8. ესტებან ოკონი - 43
  9. კარლოს საინსი - 29
  10. ნიკო ჰულკენბერგი - 26
  11. ფელიპე მასა - 23
  12. ლანს სტროლი - 18
  13. რომენ გროჟანი - 18
  14. კევინ მაგნუსენი - 11
  15. პასკალ ვერლაინი - 5
  16. დანილ კვიატი - 4
  17. ფერნანდო ალონსო - 2

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის საერთო კლასიფიკაცია:

  1. მერსედესი - 330 ქულა
  2. ფერარი - 275
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 174
  4. ფორს ინდა-მერსედესი - 95
  5. უილიამს-მერსედესი - 41
  6. ტორო როსო-რენო - 33
  7. ჰაას-ფერარი - 29
  8. რენო - 26
  9. ზაუბერ-ფერარი - 5
  10. მაკლარენ-ჰონდა - 2
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]