weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე „ბორჯომის“ დამარცხებით ლიდერობა დაიბრუნა

09:55 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ შინ XVII ტურში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე 2:0 დაამარცხა „ბორჯომი“ და გათამაშების ცხრილში ბოლო ტურის წინ 35 ქულით I ადგილზე დაბრუნდა.

ანგარიში 78-ე წუთზე თელავური კლუბის ახალშენაძენმა გიორგი ქუცურუამ გახსნა, ერთ წუთში კი მიხეილ ბაშალეიშვილმა სხვაობა გაზარდა, რაც მეტოქე გუნდის დასამარცხებლად საკმარისი გამოდგა.

მე-17 ტურში შეხვედრა „თელავის“ კონკურენტებმაც გამართეს - „ნორჩი დინამოსა“ და „შევარდენის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ამ მომენტისთვის, თელავური კლუბის მსგავსად „შევარდენსაც“ 35 ქულა აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრების გამო (I წრეში „თელავმა“ შინ 1:0 მოიგო) ცხრილში პირველი ადგილი „თელავს“ ერგო. მალხაზ ჟვანიას გუნდი გათამაშების ბოლო ტურის მატჩში 24 ივლისს, სტუმრად დუშეთში, სწორედ „შევარდენს“ ეთამაშება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]