weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„სამტრედია“ „ყარაბაღთან“ თბილისშიც დამარცხდა

09:55 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017

„სამტრედიამ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა საშინაო მარცხით დაასრულა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღთან“ თბილისში გამართული განმეორებითი შეხვედრაც წააგო და ორი მატჩის ჯამში 0:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ბაქოში გია ცეცაძის გუნდმა 0:5 წააგო. კლასში სხვაობა საპასუხო მატჩისასაც დიდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს თავი დიდად არ მოუკლავთ, შეხვედრა მაინც მოიგეს. მოსაწყენ პირველ ტაიმში გოლი მაინც გავიდა: 22-ე წუთზე უაილდ-დონალდ გერიეს დარტყმულს მეკარე ომარ მიგინეშვილი ვერ გაუმკლავდა – 0:1. პირველი ტაიმი უღიმღამოდ დასრულდა, მეორე ნახევარში  მასპინძლებმა რამდენჯერმე განახორციელეს მწვავე შეტევა, თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო. ყველაზე რეალური მომენტი გურამ სამუშიას მიეცა, რომელიც დავით რაჟამაშვილის ჩინებული პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ვერ ივარგა. შემდეგ იყო მჭედლიშვილი-მანჯგალაძის კარგი კომბინაცია, მაგრამ ამ უკანასკნელმა კარს მცირედით ააცილა. ორ ეპიზოდში ნიკა სანდოხაძე ურტყამდა თავით სახიფათოდ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ერთხელ კი გიული მანჯგალაძემ სახიფათო ჯარიმა დაარტყა, მაგრამ ბურთის კარის ბადეს გარედან შეეხო. ეს იყო და ეს, ორი მატჩის ჯამში „ყარაბაღმა“ „სამტრედიას“ უშანსოდ სძლია და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

თბილისი, დინამო არენა“, დასწრება: 2000

სამტრედია – ყარაბაღი 0:1

სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე; მანჯგალაძე, დათუნაიშვილი; მარკოზაშვილი (სამუშია 58), რაჟამაშვილი, ინტერს გი (ნინუა 84); საბანაძე (ჯიქია 77).

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ყარაბაღი (4-3-3): კანიბოლოცკი; მედვედევი, ჰუსეინოვი, ჟეჟნიჩაკი, აგოლი; მიჩელი, ყარაევი, ალმეიდა (ამირგულიევი 62); მადათოვი, ნდლოვუ (რამაზანოვი 70), გერიე (ა. ისმაილოვი 62).

მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი

მსაჯი: სრჯან იოვანოვიჩი (სერბეთი)

გოლი: გერიე (22)

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (53), სანდოხაძე (59), ამირგულიევი (67), რამაზანოვი (88).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]