weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

18–დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ჯომარდობის ჩემპიონატში იწვევენ

13:59 შაბათი, 05 აგვისტო 2017

ბორჯომში ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

ჩემპიონატი, რომელშიც 6 ათასამდე მოყვარულის ჩართვაა დაგეგმილი, რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. თითო საშეჯიბრო დღეს 32 გუნდი იასპარეზებს. ტურნირი გრძელ და მოკლე დისტანციებზე გაიმართება.

ჯომარდობის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ. მათ ტრანსპორტირებას თბილისიდან მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით ხორციელდება.

საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ჯომარდობის ჩემპიონატის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]