weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

11:03 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

საქართველოს ხელბურთის 19-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტური წარმატებით დაასრულა და ალჟირის ამავე ასაკობრივი ნაკრები 28:24 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველომ ქვეჯგუფში დიდი უპირატესობა მოიპოვა.

თამაში მეტად დაძაბულად წარიმართა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. 19-წლამდელთა ნაკრების ხელბურთელები ლაღად ათამაშებდნენ ბურთს და ეს პირველი ტაიმის ანგარიშსაც დაეტყო – 16:9. მეორე ტაიმში ტემპი თითქოს დაეცა და ბიჭებს დაღლილობა დაეტყოთ და მეორე ნახევარი დათმეს – 12:15, თუმცა საბოლოო ანგარიშზე ამან გავლენა ვერ მოახდინა.

ყველაზე შედეგიანი ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებიდან ერეკლე არსენაშვილი გამოდგა, რომელმაც 9 გოლი მიითვალა.

საქართველო: ალექსანდრე ხანდოლიშვილი 4, ირაკლი კბილაშვილი 7, ერეკლე არსენაშვილი 9, ლუკა ბულბულაშვილი 3, გიორგი ცხოვრებაძე 2, ზურაბ გოგავა 1, გიორგი ფერაძე 1, ზეზვა იობაშვილი 1.

ალჟირი: შაუში მაამარი 4, რიად აზაზი 3, იუსუფ ელ ჰუტი 3, აჰმედ სენუში 2, აბდერაჰმან ჯემუაი 1, იუსუფ რაჰმანი 2, აბდელ მალეკ ფოდილი 3, აბელ ჯალილ ზენადი 3, ამარ მესაუდი 2.

რაც შეეხება B ჯგუფს, სადაც საქართველო ასპარეზობს, გერმანიამ 39:22 სძლია ჩილეს და ცხრილში პირველ ადგილზეა. იაპონიამ კი მინიმალური სხვაობით – 26:24 დაამარცხა ისლანდიის ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19 წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს იაპონიის წინააღმდეგ, 9 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]