აგვისტო 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დამაჯერებლად დაამარცხა

10:55 - 12 აგვისტო 2017 hits 95

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის მერიის თასის გათამაშების პირველ მატჩში ჩეხეთის ნაკრები სოლიდური ანაგარიშით 87:76 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი პერიოდი თანაბარი გამოდგა და 20:20 დასრულდა, ხოლო მეორე პერიოდში უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა და ტაიმი 45:38 დასრულდა.

მეორე ნახევარმაც ქართველთა უპირატესობით ჩაიარა და საქართველოს ნაკრებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იყო მომენტები, როდესაც ჩეხები უკეთესად გამოიყურებოდნენ და უკანასკნელ პერიოდში 11:0-ზე გაქცევაც მოახერხეს, თუმცა მთლიანობაში ქართველი კალათბურთელების უპირატესობა აშკარა იყო და მთელი რიგი შეცდომების მიუხედავად, მასპინძლებმა დამაჯერებელი, 11-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს – 87:76.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო, რომელიც საკუთარ გუნდს 22 ქულით, 7 მოხსნითა და 4 გადაცემით დაეხმარა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ზაზა ფაჩულიამ და თავი 14 ქულას, 11 მოხსნასა და 8 გადაცემას მოუყარა. გიორგი შერმადინის მონაგარი 14 ქულა და 8 მოხსნაა, ხოლო გიორგი ცინცაძემ 14 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა მოაგროვა.

სტუმართაგან გამორჩეული მარტინ პეტერკა იყო, რომელმაც 19 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის თასის გათამაშების მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები 13 აგვისტოს 18 საათზე კვლავ ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: paata.ick@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com