ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

ბრაზილიამ და არგენტინამ შემადგენლობები დაასახელეს

12:02 - 12 აგვისტო 2017 hits 227

ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მწვრთნელებმა მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული შესარჩევი მატჩებისთვის რჩეულ ფეხბურთელებს უხმეს. ტიტემ და ხორხე სამპაოლიმ 23-კაციანი შემადგენლობები დაასახელეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასული ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 31 აგვისტოს შინ ეკვადორს დაუპირისპირდება, ხოლო 5 სექტემბერს სტუმრად - კოლუმბიის ნაკრებს.

ტიტემ ამ მომენტისთვის თავი შეიკავა დავიდ ლუისის, ჟილისა და დუგლას კოსტას გამოძახებისგან, „სანტოსელი“ ლუკას ლიმა კი ტრავმის გამო ვერ მოხვდა 23-კაციან განაცხადში.

მეკარეები: ალისონი (რომა), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), კასიო (კორინთიანსი).

მცველები: დანი ალვესი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (სამივე - პსჟ), ფაგნერი (კორინთიანსი), მარსელო (მადრიდის რეალი), როდრიგო კაიო (სან პაულო), ფილიპე ლუისი (მადრიდის ატლეტიკო), მირანდა (ინტერი).

ნახევარმცველები: ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), კაზემირო (მადრიდის რეალი), ჯულიანო (ზენიტი), პაულინიო (გუანჯოუ ევერგრანდი), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), რენატო აუგუსტო (ბეიძინ გუანი), ვილიანი (ჩელსი), ლუანი (გრემიო).

თავდამსხმელები: გაბრიელ ჟეზუსი (მანჩესტერ სიტი), ტაისონი (შახტარი), ნეიმარი (პსჟ), რობერტო ფირმინო (ლივერპული).

არგენტინელთა ახალი თავკაცი ხორხე სამპაოლი „ალბისელესტესთან“ ერთად პირველ ოფიციალურ შეხვედრას 31 აგვისტოს სტუმრად ურუგვაისთან გამართავს, 5 სექტემბერს კი არგენტინის ნაკრები ბუენოს აირესში აუტსაიდერ ვენესუელას უმასპინძლებს.

აღნიშნული შეხვედრებისთვის დასახელებულ შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიძებნა ისეთი გამოცდილი მოთამაშეებისთვის, როგორებიც არიან: გონსალო იგუაინი, ესეკიელ ლავეცი, პაბლო საბალეტა და მარკოს როხო, სამაგიეროდ სამპაოლიმ მილანის „ინტერის“ ლიდერ მაურო იკარდის უხმო.

მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი), ნაუელ გუსმანი (ტიგრესი), ხერონიმო რული (რეალ სოსიედადი).

მცველები: გაბრიელ მერკადო, ნიკოლას პარეხა (ორივე - სევილია), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ფედერიკო ფასიო (რომა), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები: ანხელ დი მარია, ხავიერ პასტორე (ორივე - პსჟ), ევერ ბანეგა, გვიდო პისარო (ორივე - სევილია), ლუკას ბილია (მილანი), აუგუსტო ფერნანდესი (მადრიდის ატლეტიკო), ლეანდრო პარედესი (ზენიტი), მარკოს აკუნია (ლისაბონის სპორტინგი), მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემ იუნაიტედი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), მაურო იკარდი (ინტერი), ხოაკინ კორეა (სევილია), პაულო დიბალა (იუვენტუსი).

სამხრეთ ამერიკის ზონის ათი ქვეყნის ნაკრებს შორის მიმდინარე შესარჩევ ციკლში, საიდანაც მოწინავე ოთხი გუნდი პირდაპირ გადის მუნდიალზე, მეხუთეადგილოსანი კი ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში ოკეანეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდება, 14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა:

  1. ბრაზილია - 33 ქულა, ბურთები 35:10
  2. კოლუმბია - 24 ქულა, ბურთები 18:15
  3. ურუგვაი - 23 ქულა, ბურთები 26:17
  4. ჩილე - 23 ქულა, ბურთები 24:19
  5. არგენტინა - 22 ქულა, ბურთები 15:14
  6. ეკვადორი - 20 ქულა, ბურთები 23:20
  7. პერუ - 18 ქულა, ბურთები 22:23
  8. პარაგვაი - 18 ქულა, ბურთები 13:21
  9. ბოლივია - 10 ქულა, ბურთები 12:32
  10. ვენესუელა - 6 ქულა, ბურთები 17:34
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: paata.ick@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com