weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართველმა პოლიციელებმა აშშ-ში კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

11:05 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტსმენთა გუნდმა კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე ლევან გილიგაშვილმა 83 კილოგრამ წონით კატეგორიაში 190-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ოქროსმედალოსანი გახდა ვასილ მინდორაშვილი (105 კგ), რომელმაც 185-კილოგრამიანი შტანგა დასძლია. კობა კობახიძემ (105 კგ) კი 170 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

მოცურავე გიორგი სამარღანიშვილი გულაღმა სტილით ცურვაში ფინიშის ხაზთან პირველი მივიდა და ოქროს მედალი აიღო. პოლიციელმა-მოკრივემ, ედუარდ იმერლიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადაში მათი 12 თანამშრომელი სპორტის შვიდ სახეობაში ასპარეზობს. მათ აქამდე სამი ოქროს და ექვსი ვერცხლის მედალი ჰქონდათ აღებული

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“ დღეს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]