weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფრანგი ფეხბურთელი ინგლისში საუკეთესოდ აღიარეს

15:07 სამშაბათი, 25 აპრილი 2017

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე 2016-2017 წლების პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაასახელა.

პირადი ტიტულისთვის ბრძოლაში 26 წლის ფრანგმა შუახაზელმა თანაგუნდელ ედენ აზარს, „არსენალელ“ ალექსის სანჩესს, „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს, „ევერტონის“ ფორვარდ რომელუ ლუკაკუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნ’გოლო კანტე ამავე წოდებისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა, როდესაც იმ დროს „ლესტერ სიტიში“ მისივე თანაგუნდელი რიად მაჰრეზი აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად.

პრემიერ ლიგაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოვლინდა - „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ 21 წლის ნახევარმცველმა დელე ალიმ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]