weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მარიო მანჯუკიჩის ულამაზესი გოლი სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს

10:54 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

UEFA-მ გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გამოავლინა. 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო გოლად გულშემატკივართა გადაწყვეტილებით, ტურინის „იუვენტუსის“ ხორვატი ფორვარდის, მარიო მანჯუკიჩის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ კარში გატანილი შედევრია.

მანჯუკიჩის გოლმა ხმათა 26% მიიღო და ყველა სხვა ნომინანტს აჯობა. მეორეადგილოსანი მუსა სოვის გოლი მცირედით ჩამორჩა პირველადგილოსანს - „ფენერბაჰჩეს“ სენეგელალი თავდამსხმელის გოლს, რომელიც მან „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუტანა, ხმების 25% ერგო.

გასული სეზონის საუკეთესო გოლის ნომინანტთა საბოლოო მონაცემები ასეთია:

მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი – რეალი, ჩემპიონთა ლიგა) – 26%

მუსა სოვი (ფენერბაჰჩე – მანჩესტერ იუნაიტედი, ევროპა ლიგა) – 25%

კაზემირო (რეალი – ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა) – 20%

მარკო ასენსიო (ესპანეთი – მაკედონია, ევროპის U21 ჩემპიონატი) – 11%

ჟორდი მბულა (ბარსელონა – დორტმუნდის ბორუსია, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა) - 8%

კევინ ფრიზენბიხლერი (ასტრა ჯურჯუ – აუსტრია, ევროპა ლიგა) – 6%

დანიელა საბატინო (იტალია – შვედეთი, ქალთა ევროპის ჩემპიონატი) – 4%

აქვე შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩის ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლადაც დასახელდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]