weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

16:38 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

იაპონიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთში გაისად გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გაწვრთნილმა გუნდმა შინ ანგარიშით 2:0 დაამარცხა ავსტრალიის ნაკრები და ირანის შემდეგ აზიის ზონიდან მეორე გუნდი გახდა, რომელმაც მუნდიალის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.

აზიის ზონის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის მატჩი ქალაქ საიტამაში შედგა. ანგარიში „შტუტგარტელმა“ ტაკუმა ასანომ 41-ზე წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი იოსუკე იდეგუჩიმ შესანიშნავი მოჭრილი დარტყმით გაიტანა. ქვეჯგუფის პირველადგილოსანმა იაპონიამ ამ მოგებით ჯამში 20 ქულა დააგროვა, რითაც უახლესი მდევრებისგან, საუდის არაბეთისა და ავსტრალიის ნაკრებებისგან (16-16 ქულა) მიუწვდომელი გახდა.

იაპონიის ნაკრები, რომელიც ამ მომენტისთვის FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებს, მუნდიალზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს - აქამდე „ამომავალი მზის ქვეყნის“ პირველ გუნდს 1998, 2002, 2006, 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე უასპარეზიათ, საიდანაც ორჯერ (2002 და 2010 წლებში) მოახერხეს მერვედფინალში გასვლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]