weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

11:00 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იტალიასთან წააგო და მერვედფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

ფაჩულიას თქმით, მას საუკეთესო მოგონებები აკავშირებს ნაკრებთან და წუხს, რომ უკანასკნელ პერიოდში ტრავმის გამო სათანადოდ ვერ დაეხმარა ეროვნულ გუნდს.

„საქართველოს ნაკრების მაისურით 17 წელი ვითამაშე. ჩვენ დავიწყეთ B დივიზიონიდან და ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპებზე. ახლა დროა, ადგილი ახალგაზრდებს დავუთმო“, - განაცხადა 33 წლის ქართველმა ცენტრმა, რომელიც ამიერიდან მხოლოდ საკლუბო დონეზე გაირჯება და „გოლდენ სტეიტ ვორიორზთან“ ერთად NBA-ს ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას კაპიტნობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]