weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

11:56 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. 31 წლის სპორტსმენის თქმით, ეს მისთვის ემოციური მომენტია და საქართველოს ნაკრებში თამაში ყველაზე ძვირფასი, დიდი სიმდიდრე და ფასდაუდებელი რამ იყო.

„ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე... ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია. მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში. კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი, მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი. დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ამას წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის... მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!“ - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიქტორ სანიკიძეი.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ სანიკიძემდე საქართველოს ნაკრებიდან ზაზა ფაჩულია წავიდა, უახლოეს მომავალში კი შესაძლოა იგივე გადაწყვეტილება გიორგი ცინცაძემაც მიიღოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]