weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში მე-6 პოკერი შეასრულა

13:13 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ეიბარს“ უმასპინძლა და ბასკური კლუბი ანგარიშით 6:1 დაამარცხა. კატალონიური გრანდის რიგებში კვლავ გამორჩეული იყო არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი, რომელმაც მოკრძალებულ მეტოქე გუნდს ოთხი გოლი გაუტანა.

„ეიბარის“ კარში გატანილი ე.წ. პოკერი ლიონელ მესისთვის კარიერაში მეექვსე გამოდგა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ „ბარსას“ 10-იანს ამ სტატისტიკიდან ერთ მატჩში, კერძოდ ლევერკუზენის „ბაიერთან“ პენტა-თრიქიც აქვს შესრულებული. იმ მატჩების სია, რომელშიც „ბარსელონას“ მაისურით მესის 4 გოლი აქვს გატანილი, ასეთია:

2010 წლის 6 აპრილი: ბარსელონა - არსენალი 4:1 (ჩემპიონთა ლიგა)

2012 წლის 19 თებერვალი: ბარსელონა - ვალენსია 5:1 (ესპანეთის ჩემპიონატი)

2012 წლის 7 მარტი: ბარსელონა ლევერკუზენის ბაიერი 7:1* (ჩემპიონთა ლიგა)

2012 წლის 5 მაისი: ბარსელონა - ესპანიოლი 4:0 (ესპანეთის ჩემპიონატი)

2013 წლის 27 იანვარი: ბარსელონა - ოსასუნა 5:1 (ესპანეთის ჩემპიონატი)

2017 წლის 19 სექტემბერი: ბარსელონა - ეიბარი 6:1 (ესპანეთის ჩემპიონატი)

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის მიმდინარე ლა ლიგის 5 ტურის თავზე „ბარსელონა“ უდანაკარგოდ, 15 ქულით ერთპიროვნულად იმყოფება ცხრილის 1-ელ საფეხურზე, ლიონელ მესის კი 5 მატჩში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]