weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდის ახალ სტადიონზე გაიმართება, ევროპა ლიგის - ბაქოში

10:55 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო, 2018-2019 წლების სეზონის ფინალური მატჩი მადრიდში, „ატლეტიკოს“ ახალ სტადიონ „ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება, ამავე სეზონის ევროპა ლიგის ფინალი კი - აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე.

„ატლეტიკოს“ ახალი სტადიონი სულ რაღაც ერთი კვირის ისტორიას ითვლის და იგი ოფიციალურად შაბათს, ატლეტიკო-მალაგას მატჩით გაიხსნა. „როხიბლანკოსის“ საშინაო არენა 67 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში 1 ივნისს ჩატარდება.

მადრიდისა და ბაქოს გარდა, ცნობილია ასევე 2019 წლის ევროპის სუპერ თასის მასპინძელი სარბიელიც: ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული ორი გუნდი სტამბოლის „ბეშიქთაშის“ სტადიონ „ვოდაფონ პარკზე“ ითამაშებენ.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონის ფინალურ მატჩებს, შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი ლიონში 16 მაისს ჩატარდება, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი - 26 მაისს კიევში, ხოლო UEFA-ს სუპერ თასის მატჩს 15 აგვისტოს ტალინის „ლე კოკ არენა“ უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]