weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფეხბურთის ლეგენდა ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა

15:32 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

ფეხბურთის ლიბერიელი ლეგენდა, 1995 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ჯორჯ ვეა თავისი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. ლიბერიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „მილანის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც ამჟამად 51 წლისაა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბოკაის აჯობა.

ჯორჯ ვეა საპრეზიდენტო არჩევნებში 2005 წელსაც მონაწილეობდა. მაშინ მან პირველ ტურში ხმების 28% დააგროვა, მაგრამ მეორე ტურში ელენ ჯონსონ-სერლიფთან დამარცხდა. ამჯერად კი პირველი ცნობილი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

ჯორჯ ვეა კარიერის განმავლობაში ფრანგულ კლუბებში - „მონაკოში“, პარი სენ-ჟერმენსა“ და მარსელის „ოლიმპიკში“, იტალიურ „მილანში“, ლონდონის „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა. იგი ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ - იტალიის, „ჩელსიში“ კი ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო. ვეა ლიბერიის ეროვნულ გუნდში 1987-2003 წლებში გამოდიოდა და 60 მატჩში მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო.

აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის ფორმატის შეცვლის შემდეგ, ჯორჯ ვეა პირველი არაევროპელი აღმოჩნდა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. მანამდე პოპულარული ფრანგული გამოცემა France Football-ის მიერ დაწესებული ჯილდო მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ, ხოლო 1995 წლიდან მისი მიღება მსოფლიოს ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია, რომელიც ევროპაში ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ 1995 წელს ჯორჯ ვეა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად FIFA-მაც დაასახელა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]