ოქტომბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა

17:46 - 12 ოქტომბერი 2017 hits 1485

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. ძიუდოს დარბაზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 458 180 ლარია.

ძიუდოს დარბაზის ფართი 370 კვ. მეტრია, ხოლო სპორტული კომპლექსის საერთო ტერიტორია 600კვ მეტრს შეადგენს. დარბაზში 2-2 გასახდელი და საშხაპე, ამდენივე საპირფარეშო და სავარჯიშო დარბაზია. 

ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თქმით, დარბაზში ორასამდე ნორჩი ძიუდოისტი ივარჯიშებს. 

„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონებში სპორტის განვითარებას. ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სახეობაა და მიხარია, რომ სართიჭალაში ასეთი მშვენიერი დარბაზი კეთილმოეწყო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ინიციატორს, ქვემო ქართლში მთავრობის წარმომადგენლებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავის წვლილი შეიტანა ამ მართლაც საშვილიშვილო საქმეში“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com