weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება

12:59 ორშაბათი, 08 მაისი 2017
თელავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება ფოტო: სპორტის სამინისტრო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე თელავში, ვარდოშვილის ქუჩა 5–ში მშენებარე მრავანფუნქციურ სპორტულ კომპლექსს ესტუმრნენ, სადაც უკვე დაიწყო მუშაობა ორმა საცურო აუზმა, უახლოეს პერიოდში კი დამატებით ორი აუზის მშენებლობა დასრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, თელავში სპორტული კომპლექსი კერძო ინვესტიციით შენდება. ამ ეტაპზე მუშაობს ორი მცირე ზომის აუზი (სიგრძე 16; სიგანე 8 მეტრი), კეთილმოეწყო გასახდელები, საშხაპეები, სპორტ-კაფე და გაიხსნა ორი ფიტნეს დარბაზი - გოგონებისთვის და ვაჟებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს 5 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც როგორც სპორტსმენებს, ასევე ტურისტებს უმასპინძლებს. მშენებლობის პროცესშია ერთი ღია და ერთიც დახურული აუზი, რომელიც წყალბურთის სტანდარტებში ჩაჯდება (35X25 მეტრი) და საქართველოს ნაკრების შეკრებებსა და მატჩებს უმასპინძლებს. აუზს ექნება ტრიბუნა (400 სკამით) გულშემატკივრების მისაღებად. სპორტული კომპლექსის მენეჯმენტს დაგეგმილი აქვს ბოულინგ ცენტრის მშენებლობაც.

„თელავი საწყლოსნო სახეობებში ერთ-ერთი წარმატებული ცენტრი გახდება და არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

დიდი მადლობა შალვა მორბედაძეს, რომელმაც თაობების ოცნება აუსრულა თელაველებს და თანამედროვე სტანდარტების აუზი აუშენა. კერძო ინვესტიცია სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით სასიხარულოა, ამ მხრივ ნამდვილად არ ვართ განებივრებულები. მიხარია, რომ ნდობა იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, სულ უფრო იზრდება. ორმაგად სასიხარულოა ასეთი ინვესტიცია რეგიონებში, მითუმეტეს საკმაოდ ძვირადღირებულ სპორტის სახეობაში. აღსანიშნავია, რომ აქ წყალბურთის გარდა ახალგაზრდები სპორტის სხვა სახეობებითაც დაკავდებიან“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]