ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

უელსური სარაგბო კლუბი „კარდიფ ბლუზი“ კახეთს ესტუმრა

12:57 - 08 ნოემბერი 2017 hits 265

სარაგბო კლუბ „კარდიფ ბლუზის“ აკადემიის 16-წლამდელთა გუნდმა საქართველოში 1 კვირა გაატარა. აკადემიების ოთხთა ტურნირის დასრულების შემდეგ, უელსელებს ერთი თავისუფალი დღე ჰქონდათ და საქართველოს რაგბის კავშირმა მათ საინტერესო ტური კახეთში მოუწყო.

სტუმრებთან ერთად კახეთში ინგლისური ენის მცოდნე რამდენიმე ქართველი მორაგბეც გაემგზავრა, რათა მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინათ უელსელ თანატოლებთან. 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავდაპირველად სიღნაღში ჩავიდა, შემდეგ სტუმრები ტიბაანში, ამერიკელი ჯონი უედერმანის ვენახებსა და მარან „ხოხბის ცრემლებს“ ეწვივნენ და გაეცნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. „კარდიფ ბლუზის“ მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

მარტყოფის ბაზაზე დაბრუნებამდე უელსელი სტუმრები ხირსას მე-6 საუკუნის მონასტერს ესტუმრნენ. მათი განცხადებით, ქართველი თანატოლების ფიზიკური მონაცემებით, თამაშის ხარისხით, მარტყოფის სარაგბო ბაზითა და ქართული სტუმართმოყვარეობით მოხიბლულებმა საქართველოზე საუკეთესო შთაბეჭდილება შეიქმნეს და არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში წინასასეზონო შეკრებაზე უელსური კლუბის მთავარი გუნდი გვეწვიოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი