weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სანამ საქართველოში 1 გულშემატკივარი მაინც მეყოლება, ნაკრებში გამოვცხადდები - გურამ კაშია

00:16 სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ 10 და 13 ნოემბერს, გორსა და ქუთაისში ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ მაყურებელ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მანამდე ითამაშებს, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება.

"მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში", - წერს გურამ კაშია სოციალურ ქსელში.

საქართველოს ნაკრებმა 10 და 13 ნოემბერს ორი მატჩი გამართა. გორის სტადიონზე ჩატარებულ თამაშზე საქართველომ კვიპროსი 1:0 დაამარცხა, ხოლო ქუთაისში, ბელორუსთან შეხვედრა ფრე 2:2 დაასრულა.

ქუთაისში, საქართველოს ნაკრებისა და ბელარუსის ამხანაგური შეხვედრის დაწყებამდე „ქართული მარშის“ წევრები შეიჭრნენ. ისინი გურამ კაშიას უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ და ლგბტ თემის მიმართ ფეხბურთელების მიერ გამოხატულ სოლიდარობას ჰომოფობიური შეძახილებით აპროტესტებდნენ.

სტადიონზე შეჭრამდე ააფეთქეს პიროტექნიკაც. სტადიონის დაცვის სამსახურმა ცოტა ხნით შესასვლებებიც ჩაკეტა, რამაც გულშემატკივრების პროტესტიც გამოიწვია. მომხდარის გამო ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. „ქართული მარშის“ წევრებმა სტადიონზე ლგბტ თემის დროშა დაწვეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ სტადიონი დაატოვებინეს. მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.

რამდენიმე კვირის წინ, გურამ კაშიამ ერედივიზიონის მატჩში ლგბტ დროშის სამკლაურით ითამაშა, რასაც საქართველოში საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. "ქართული მარში" ეროვნული ნაკრებიდან კაშიას გარიცხვასაც მოითხოვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]