ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

საქართველო-ბელარუსის ამხანაგური შეხვედრა ფრედ დასრულდა

23:48 - 13 ნოემბერი 2017 hits 71

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 2:2 ითამაშა ბელარუსთან. კვიპროსთან მოგების შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში შვიდი ფეხბურთელი შეცვალა.

წინა მატჩის თერთმეტეულიდან, ამჯერად სასტარტოში მხოლოდ გურამ კაშიამ, დავით ხოჭოლავამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი პაპუნაშვილმა დაიწყეს. საწყის 15 წუთში თანაბარი თამაში ვიხილეთ, შემდეგ კი ქართველებმა ცენტრში უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა გოლი აქეთ გაუშვეს. კარგი კონტრშეტევის შემდეგ ბელარუსთა კაპიტანმა იგორ სტასევიჩმა მეკარე როინ კვასხვაძეს კუთხეში დაურტყა, „ტორპედოს“ მეკარე გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა – 0:1.

ამის შემდეგ კი ქართველებმა გაამწვავეს შეტევები, რამაც შტურმის სახეც კი მიიღო. კარგი იყო გიორგი აბურჯანია, შეტევაში ბევრს მოძრაობდა და მონდომებული იყო თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე, ყველაზე აქტიური კი გიორგი პაპუნაშვილი გახლდათ. შანსები ჰქონდათ სიხარულიძეს, ჯაბა ჯიღაურს, პაპუნაშვილს და შემდეგ სიხარულიძემ გაათანაბრა: კუთხურის შემდეგ ცოტა უხერხულ პოზიციაში მიუვიდა ბურთი, მაგრამ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 1:1.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ სიხარულიძეს ცოტა დააკლდა გოლამდე: დასწრებაზე დაარტყა და მეკარემ მოიგერია კუთხურზე, ამგრამ ამ კუთხურს კი გოლი მოჰყვა: ლაშა შერგელაშვილმა ჩააწოდა და ლაშა დვალმა ვარდნაში თავურით წინ გაიყვანა თავისიანები – 2:1. ეს დვალის პირველი გოლია ეროვნულ ნაკრებში. კაშიას შეცვლის შემდეგ, დაცვის ცენტრში პრობლემები გაჩნდა. ბელარუსებმა მარტივი კონტრშეტევა გაახორციელეს, მარცხნიდან ჩაწოდებულს კი პაველ ნეხაიჩიკმა თავური შეაგება ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა – 2:2.

მანამდე ჯაბა კანკავას შეეძლო დაესრულებინა ინტრიგა. დვალის გოლიდან რამდენიმე წუთში: პაპუნაშვილ-ჯიღაურის კომბინაციისას კაპიტანმა ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა.

2:2-ის შემდეგაც, ქართველებს უფრო ჰქონდათ შანსები, ოღონდ ბოლო ფაზაში მოიკოჭლებდნენ. გიორგი ქვილითაიას შეეძლო საჯარიმოში უკეთ თამაში. აქტიური იყო გიროგი მერებაშვილი და მასაც ბოლოს აკლდებოდა სიზუსტე. ნაკრები უტევდა და ალბათ მოგებამდეც მივიდოდა საქმე, „ჯვაროსნების“ შემტევები მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულნი რომ ყოფილიყვნენ. მთავარი კი ისაა, რომ ვაისმა ნახა ახალი ფეხბურთელები და წესით, ამან სამომავლოდ სარგებელი უნდა მოიტანოს გუნდისთვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი