weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჯან პიერო ვენტურა თანამდებობას არ ტოვებს

17:27 სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017

იტალიის ეროვნული ნაკრების სენსაციური წარუმატებლობის შემდეგ, ზოგადი მოსაზრებით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო ვენტურა პოსტს დატოვებდა, მაგრამ 69 წლის სპეციალისტი ასე არ მოქცეულა. მისი თქმით, იგი აგრძელებს იტალიის ნაკრებში მუშაობას.

„თანამდებობას არ ვტოვებ. ჯერ ფედერაციის პრეზიდენტ კარლო ტავეკიოსთან უნდა ვისაუბრო. ასევე, მინდა ყველა ფეხბურთელს ცალ-ცალკე გავესაუბრო. როდესაც ფეხბურთში შედეგი არაა, მთავარი დამნაშავე მწვრთნელია, ეს ვიცი, მაგრამ მე ვამაყობ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვმუშაობ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. მადლობა სტადიონზე შექმნილი ფანტასტიური ატმოსფეროსთვის და ბოდიშს ვუხდი იტალიელებს იმედგაცრუებისთვის”, - განაცხადა ვენტურამ.

იტალიის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პლეი-ოფში შვედეთთან ორი მატჩის ჯამში განცდილ მარცხს უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. ეროვნული გუნდის რიგები უკვე დატოვეს გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, 39 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა, მისმა თანაკლუბელებმა ანდრეა ბარძალიმ (36 წ.) და ჯორჯო კიელინიმ (33 წ.) და „რომას“ 34 წლის ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ.

გაისად რუსეთში გასამართი მსოფლიოს რიგით 21-ე ჩემპიონატი მესამე იქნება, რომელიც „სკუადრა აძურას“ გარეშე ჩაივლის. ბოლოს ასეთი რამ ზუსტად 60 წლის წინ მოხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]