weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კახა მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონი მეხუთედ გახდა

11:07 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივმა“ სტუმრად სამარყანდის „დინამო“ 1:5 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, „ლოკომოტივის“ რიგებში მოთამაშე კახა მახარაძე კი მეხუთედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი.

ქართველმა ნახევარმცველმა 2012, 2014 და 2015 წლებში ტაშკენტის „ფახთაქორთან“ ერთად მოიპოვა ოქროს მედალი, გასულ და მიმდინარე წელს კი „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში გახდა უზბეკეთის ჩემპიონი.

უზბეკეთის გარდა, კახა მახარაძემ 2004-05 წლების სეზონში თბილისის „დინამოსთან“ ერთად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის წოდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]