weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჯაბა კანკავა კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

13:59 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას ყაზახურ საფეხბურთო კლუბ „ტობოლში“ გააგრძელებს. ყაზახი ჟურნალისტების ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და კოსტანაელები ახალწვეულს მალე წარადგნენ.

აღსანიშნავია, რომ „ტობოლში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნიკა კვეკვესკირი ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების კაპიტანი ზაფხულიდან მოყოლებული უგუნდოდ იყო. ბოლოს იგი ფრანგულ კლუბ „სტად დე რეიმსში“ გამოდიოდა, რომელიც ივლისში დატოვა.

კანკავამ კარიერა 2003 წელს თბილისის „დინამოში“ დაიწყო, საიდანაც ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, შემდეგ კი - კიევის „არსენალში“. უკრაინაში ასპარეზობისას წარმატებით ითამაშა დნეპროპეტროვსკის „დნიპროში, სადაც 7 წელი დაჰყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]