weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პერუს ნაკრების კაპიტანი მსოფლიო ჩემპიონატს დოპინგზე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს

11:47 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

პერუს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ბრაზილიურ კლუბ „ფლამენგოს“ ფორვარდი პაოლო გერერო ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ვეტერან ფეხბურთელს მკაცრი სასჯელი FIFA-მ დოპინგ კონტროლზე ჩავარდნის შემდეგ გამოუტანა.

ხოსე პაოლო გერეროს აკრძალული პრეპარატის გამოყენება 5 ოქტომბერს, არგენტინისა და პერუს შორის გამართულ მატჩში დაუმტკიცდა და სწორედ ამის გამო მიიღო დისკვალიფიკაცია, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 3 ნოემბრიდანაა და მომავალი წლის ამავე თარიღამდე გასტანს, შესაბამისად, ფეხბურთელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, სადაც პერუ სწორედ მისი ლიდერობით მოხვდა - 33 წლის ფორვარდმა შესარჩევ ციკლში 5 გოლი გაიტანა.

პაოლო გერერო საფეხბურთო საზოგადოებამ მიუნხენის „ბაიერნიდან“ გაიცნო, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში მისი პირველი პროფესიული გუნდი იყო 2002-2006 წლებში, შემდეგ ასპარეზობდა „ჰამბურგში“ (2006-2012), საიდანაც ბრაზილიურ „კორინთიანსში“ გადავიდა, 2015 წლიდან კი „ფლამენგოში“ ირიცხება. ეროვნულ გუნდში გერერო 2004 წლიდან თამაშობს და 86 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]