weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

10:25 ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ და ლიბერტადორესის თასის ჩემპიონი ბრაზილიური „გრემიო“ ითამაშებენ.

ზინედინ ზიდანის გუნდი ტურნირში ნახევარფინალიდან ჩაერთო. მადრიდელებმა მასპინძელი „ალ ჯაზირა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხეს და ზედიზედ იასპარეზებენ ამ ტურნირის ფინალში. პირველი ტაიმი არაბულმა გუნდმა ბრაზილიელი რომარინიოს გოლით მოიგო, მეორე ნახევარში კი კრისტიანო რონალდომ და გარეთ ბეილმა მადრიდის „სამეფო კლუბს“ გამარჯვება გაუფორმეს.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში „გრემიომ“ დამატებით დროში დაამარცხა ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის გამარჯვებული მექსიკური „პაჩუკა“.

ფინალური მატჩი 16 დეკემბერს აბუ დაბიში გაიმართება, მანამდე კი იმავე დღეს, იმავე სტადიონზე მე-3 ადგილისთის მატჩი შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]