weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

All Star-ზე ხმის მიცემა დაიწყო - #NBAVOTE Zaza Pachulia

10:27 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ე.წ. ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის (All Star) ხმის მიცემა დაიწყო. კალათბურთელების არჩევა გასული წლის წესისამებრ მსგავსად მოხდება, რომელიც NBA-მ ზაზა ფაჩულიას გამო შემოიღო.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები 50%-ს გამოავლენენ, კალათბურთელები და მედიის წარმომადგენლები კი - 25-25%-ს.

ქართველ გულშემატკივრებს რამდენიმე სხვადასხვა საშუალებით შეეძლებათ ზაზა ფაჩულიასთვის და სხვა კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა.

  1. NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე 24 საათში ერთხელ
  2. Facebook-სა და Twitter-ზე 24 საათში ერთხელ საჯარო პოსტი: #NBAVOTE Zaza Pachulia
  3. Google-ის საძიებოში ჩაწერით NBA Vote All-star და სასურველ მოთამაშის არჩევით.

ხმის მიცემის პროცესში არის სიახლეც: 31 დეკემბერს, 4, 11, 12 და 15 იანვარს ხმის მიცემა დღეში ორჯერ შეგეძლებათ. გამოკითხვის შუალედური შედეგები 4 და 11 იანვარს გამოცხადდება, საბოლოო შედეგები 18 იანვარს გამოქვეყნდება.

NBA All Star-ის შეხვედრა 18 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]