weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თორნიკე შენგელიას დეკემბრის „თვის ოსკარი“ გადაეცა

11:10 შაბათი, 13 იანვარი 2018

ქართველ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას ევროლიგაში სპეციალური ჯილდო გადაეცა. ესპანური „ბასკონიას” მძიმე ფორვარდს გასულ თვეში ჩინებული გარჯა დაუფასდა და ის დეკემბრის „ოსკარით” დააჯილდოვეს.

2017 წლის ბოლო თვე შენგელიასთვის მართლაც გამორჩეული გამოდგა. ამაზე მისი საშუალო სტატისტიკა მეტყველებს: 17.8 ქულა, 7.1 მოხსნა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 26.3 ექვს მატჩში.

შენგელიას გუნდი ევროლიგის მე-17 ტურის მატჩში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ დაუხვდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 86:54 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:43 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]