weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა დაიწყო

10:14 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალი სტადიონის მშენებლობა ისტორიული პროექტია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის, სრულიად ახალი და თანამედროვე სტადიონი პირველად სწორედ ბათუმში შენდება.

მისივე თქმით, ამ მასშტაბის სპორტული სივრცე ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფეხბურთის და სპორტის განვითარებას, არამედ ტურიზმისა და ეკონომიკის წინსვლას რეგიონში.

„ძალიან მალე, ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ეს არის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ადგილი. პირველ რიგში, ეს დღე მინდა მივულოცო ბათუმელებს. კარგად მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა მოსახლე მთხოვდა, როდის იქნებოდა ბათუმში ცენტრალური სტადიონი და დღეს ეს სიტყვა იქცა საქმედ“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408 ლარია. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აშენებს. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]