weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გიორგი შერმადინის პირადი წარმატება ესპანეთში

12:40 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

ესპანურ საკალათბურთო ლიგა ენდესაში დიდებული სერია აქვს გიორგი შერმადინის გუნდს, მალაგას „უნიკახას“, რომელმაც ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილამდე აღზევდა. ანდალუზიელებმა მორიგი გამარჯვება შინ „მურსიასთან” იზეიმეს (78:67), აღნიშნულ გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი სწორედ შერმადინმა შეიტანა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16:25 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში შერმადინმა 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი ჰქონდა – 17, შესაბამისად, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც (MVP) გახდა. გარდა ამისა, იგი თანაგუნდელთა შორის ქულების მხრივაც საუკეთესო გახლდათ.

„უნიკახას” 19 ტურში 12 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 10 თებერვალს, თორნიკე შენგელიას გუნდს, „სასკი ბასკონიას” დაუპირისპირდებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]