weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დიუფს სენეგალის პრეზიდენტობა სურს

10:18 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

ახლო წარსულში ცნობილ სენეგალელ ფეხბურთელს, 2001 და 2002 წლების საუკეთესო აფრიკელ მოთამაშე ელ ჰაჯი დიუფს თავისი ქვეყნის პრეზიდენტობა სურს.

„გადავწყვიტე პოლიტიკით დავკავდე, რადგან არის ხალხი, ვინც ელოდება, რომ ქვეყანაში რაღაცას შევცვლი. ამისთვის მზად ვარ. უახლოესი ორი წლის განმავლობაში პოლიტოკოსი გავხდები. ვიცი, რომ ამ გზით ფეხბურთშიც ბევრ რამე შევცვლი. სამწვრთნელო კურსებს გავდიოდი, მაგრამ გადავწყვიტე აღარ გამეგრძელებინა, რადგან უკეთესი გეგმა გამიჩნდა“ - განაცხადა 37 წლის ელ ჰაჯი დიუფმა.

დიუფს კარიერის განმავლობაში უთამაშია ფრანგულ კლუბებში - „სოშოში“, „რენსა“ და „ლანსში“, ასევე ინგლისში - „ლივერპულში“, „ბოლტონში“, „სანდერლენდში“, „ბლექბერნში“, „დონკასტერში“, „ლიდსში“ და გლაზგოს „რეინჯერსში“. მონაწილეობდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მისი ლიდერობით სენეგალის ნაკრებმა ისტორიულ მეოთხედფინალამდე მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ფეხბურთელი სამშობლოში ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, ახლახანს სხვა აფრიკულ ქვეყანაში მოხდა - „მილანის“ ლეგენდა ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]