თებერვალი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

2019 წლიდან UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა

01:06 - 13 თებერვალი 2018 hits 164

2019 წლის საფეხბურთო სეზონიდან UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაცვლად, Silk TV-ის  სპორტის არხებსა და „Silk უნივერსალზე“ გავა. მომავალი სამი წლის განმავლობაში Silk TV ერთადერთი ტელეარხი იქნება, რომელსაც საქართველოში ჩემპიონთა ლიგის ჩვენების უფლება აქვს მოპოვებული.

ამ სიახლემ ფეხბურთის მოყვარულებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ „Silk უნივერსალის“ გარდა, Silk TV-ს სპორტის არხები ფასიანია, ხოლო მეორეს მხრივ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, Silk TV საქართველოს მთელ ტერიტორიას არ ფარავს.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებიდან დღეში ორი მატჩი იმართება და წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ორივეს აჩვენებდა. სოციალურ ქსელში Silk TV-ს ოფიციალურ გვერდზე კომპანია განმარტავს, რომ ტურის ორი „კარგი მატჩიდან“ მხოლოდ ერთი გავა „Silk უნივერსალზე“.

მიმდინარე სეზონის მატჩების ნახვა შესაძლებელი იქნება როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ისე Silk TV-ზე.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დახურულ ტენდერში ჩემპიონთა ლიგის ტრანსლირებისთვის Silk TV-მ უფრო მეტი გადაიხადა, ვიდრე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და შესაბამისად, ტრანსლირების უფლებაც მან მოიპოვა.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, მისი ფინალი კი ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიებაა მსოფლიოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]