აგვისტო 15, 2018
weather cur airplane horoscope tv

ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალური მატჩებით განახლდება

22:03 - 13 თებერვალი 2018 hits 276

ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირი, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა ორი მერვედფინალური მატჩით განახლდება. ტურინის „იუვენტუსი“ შინ ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ დაუპირისპირდება, შვეიცარიის ჩემპიონი „ბაზელი“ კი ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ტოტენჰემმა“ მაღალ დონეზე ითამაშა და ქვეჯგუფში უკან მოიტოვა მადრიდის „რეალი“ და დორტმუნდის „ბორუსია“. მიუხედავად ამისა, წყვილში ფავორიტის დასახელება რთულია და საერთო შეფასებით, ლონდონელთა და ტურინელთა შანსები თანაბარია. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე გუნდები ერთმანეთს ოფიციალურ მატჩებში არასოდეს შეხვედრიან, ასე რომ, ურთიერთდაპირისპირებაში ისტორიის დაწერას დღეს დაიწყებენ. „ტოტენჰემს“ დღევანდელ მატჩში ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეირელდი დააკლდება, საეჭვოა უკანახაზელ დენი როუზის თამაშიც. უფრო სერიოზული დანაკლისი აქვს იტალიის ჩემპიონს – ფორვარდმა პაულო დიბალამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ დღეს მისი თამაში გამორიცხულია. მის გარდა, მასიმილიანო ალეგრის კრებულს ხუან კუადრადოსა, ანდრეა ბარძალისა და ბლეზ მატუიდის იმედიც არ ექნება.

დავითისა და გოლიათის დაპირისპირებად მოინათლა ბაზელი-მანჩესტერ სიტის წყვილი, რადგან პეპ გვარდიოლას გუნდი აშკარა ფავორიტია, უფრო მეტიც, ინგლისურ კლუბს ბევრი სპეციალისტი მიმდინარე ტურნირის მოგების კანდიდატადაც მიიჩნევს. მანჩესტერელები ბრაზილიელ თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუსს მოინაკლისებენ, სხვა მხრივ კი ოპტიმალური შემადგენლობით გავლენ „ზანკტ იაკობ პარკზე“.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი აჩვენებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]