weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საბა კვერკველიას გუნდმა სტუმრად „ნიცა“ დაამარცხა

11:02 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი, ევროპა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა და პლეი-ოფების პირველი მატჩები გაიმართა, რომლებშიც საქართველოს ნაკრების ორი წევრის კლუბმაც ითამაშა.

მოსკოვის „ლოკომოტივს“ კენჭისყრისას ნაკლებად გაუმართლა და 1/16-ფინალურ პლეი-ოფში მეტოქედ ფრანგული „ნიცა“ ერგო, თუმცა მოსკოველმა რკინიგზელებმა სტუმრად გამართული პირველივე შეხვედრა მოიგეს. იური სიომინის გუნდი სახელოვანი მარიო ბალოტელის დუბლის შემდეგ 28-ე წუთისთვის უკვე 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე მანუელ ფერნანდესმა პენალტით სხვაობა შეამცირა. მეორე ნახევარში ფრანგულ კლუბს უხეშობისთვის მოთამაშე გაუძევეს, იმავე ფერნანდესმა კი სტანდარტული სიტუაციიდან ანგარიში გაათანაბრა. გამოცდილმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა საფინალო სასტვენამდე მესამეც გაიტანა და რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ კლუბს გამარჯვება გაუფორმა. „ლოკომოტივის“ დაცვის ბურჯმა სოლომონ (საბა) კვერკველიამ შეხვედრაში სრულად ითამაშა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

ბილბაოს „ათლეტიკთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა მეორე მოსკოვური კლუბი „სპარტაკი“, რომლის შემადგენლობასა და განაცხადში ჯანო ანანიძე კოჭის ტრავმის გამო არ ყოფილა. „სახალხო გუნდმა“ პირველივე ტაიმი 0:3 დათმო (არიც ადურისმა დუბლი შეასრულა), მეორე ნახევარში კი მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

ევროპა ლიგის საპასუხო შეხვედრები 22 თებერვალს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]