weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ბარსელონა“ მარცხისგან მესის ისტორიულმა გოლმა იხსნა

10:21 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი შედგა. ლონდონის „ჩელსიმ“ კატალონიურ „ბარსელონას“ უმასპინძლა, მიუნხენის „ბაიერნმა“ კი - სტამბოლის „ბეშიქთაშს“.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული ცენტრალური შეხვედრა გუნდებმა ორმხრივ იერიშებში დაიწყეს. მასპინძლები აქტიურობდნენ და ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყვნენ, სტუმარი კატალონიელები კი პერიოდულად აკონტროლებდნენ სიტუაციას, თუმცა რეალური საგოლე მომენტები პირველ ტაიმში „ჩელსიმ“ შექმნა, როდესაც ვილიანის ორი შესანიშნავი გასროლა ორჯერვე ძელმა მოიგერია. მეორე ნახევარში მატჩი ანალოგიური სცენარით გაგრძელდა და ხსენებულმა ბრაზილიელმა გარემარბმა მიზანი 62-ე წუთზე გაისწორა. გოლმა „ბარსა“ გამოაფხიზლა და აგრესიულად შეუტია ანტონიო კონტეს გუნდს, რამაც შედეგი 75-ე წუთზე გამოიღო: ანდრეს ინიესტას პასით ლიონელ მესიმ გაათანაბრა და ნავსი გატეხა - აქამდე არგენტინელ სუპერვარსკვლავს მრავალი მცდელობის მიუხედავად „ჩელსის“ კარში გოლი არ ჰქონდა გატანილი. საბოლოოდ დაძაბული შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა, მეოთხედფინალისტის ვინაობა კი „კამპ ნოუზე“ გასამართი საპასუხო მატჩისას გაირკვევა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

მოლოდინი სრულად გამართლდა „ალიანც არენაზე“ გამართულ შეხვედრაში, სადაც ბავარიელებმა თურქეთის ჩემპიონები არ დაინდეს და ხუთი უპასუხი გოლით დასაჯეს შენოლ გიუნეშის გუნდი. საწყის წუთებში „ბეშიქთაშს“ ახალშენაძენი ხორვატი ცენტრალური მცველი დომაგოი ვიდა გაუძევეს, „რეკორდმაისტერი“კი ტაიმის მიწურულს თომას მიულერის გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმში იუპ ჰაინკესის კრებულიდან თავი კინგსლი კომანმა, კვლავ მიულერმა და რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლით გამოიჩინეს და განმეორებით შეხვედრას ინტერესი დაუკარგეს.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება. „სევილია“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს, დონეცკის „შახტარი“ კი - „რომას“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]