weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პელემ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამი ეპოქალური მომენტი დაასახელა

15:10 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

„ფეხბურთის მეფედ“ წოდებულმა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში მისი აზრით, სამი ყველაზე ეპოქალური და დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა.

1. 2011 წლის 28 მაისს, როდესაც „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თასი პირველმა ერიკ აბიდალმა ასწია. სიმბოლური ჟესტის მიზეზი ფრანგი მცველის მიერ კიბოს დამარცხება იყო.

2. ოლივერ კანის თანაგრძნობა სანტიაგო კანისარესის მიმართ. 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის პენალტებით დახუნძლულ ფინალში „ბაიერნმა“ „ვალენსია“ პენალტების სერიაში დრამატულად დამაარცხა, ხოლო გერმანელმა მეკარემ დემორალიზებული ესპანელი კოლეგა გაამხნევა, რაც დღემდე ყველას ახსოვს.

3. რონალდოს ჰეთ-თრიქი „ოლდ ტრაფორდზე. ბრაზილიელმა ფორვარდმა „მანჩესტერ იუნაიტედს” 2003 წელს სამი გოლი გაუტანა, მისი გუნდი 3:4 დამარცხდა, თუმცა „ფენომენმა“ ადგილობრივ პუბლიკას აპლოდისმენტები მოსწყვიტა:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]