weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუს სპორტსმენებს მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვათ

16:50 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

რუს ალექსანდრ კრუშელნიცკის, რომელმაც პიონჩანის ზამთრის ოლიმპიადაზე კერლინგის შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში ანასტასია ბრიზგალოვასთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა, მოგვიანებით კი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა, ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა.

კრუშელნიცკიმ აკრძალული პრეპარატის მიღება აღიარა და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) მოსმენაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ კრუშელნიცკი და ბრიზგალოვა პიონჩანში სპეციალური გუნდის სახელით გამოდიოდნენ, რომელიც ოლიმპიური თეთრი დროშით ასპარეზობდა და დოპინგ სკანდალის გამო ოლიმპიადიდან მოკვეთილი რუსეთის ნაცვლად სახელად „ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან“ ერქვა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ჩამორთმეულ ბრინჯაოს მედლებს ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე ნორვეგიელთა წყვილს, კრისტინ სკასლიენსა და მაგნუს ნედრეგოტენს გადასცემს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]