weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 23:10 დაამარცხა

20:52 შაბათი, 03 მარტი 2018

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მორიგ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ესპანეთი ანგარიშით 23:10 დაამარცხა.

პირველ ნახევარში „ბორჯღალოსნებმა“ ლელო ვერ დადეს. გუნდმა უპირატესობა სოსო მათიაშვილის სამი ჯარიმით მოიპოვა. პირველი ტაიმი ანგარიშით 9:3 დასრულდა. მეორე ნახევარში „ბორჯღალოსნებმა“ საჯარიმო ლელო დადეს და უპირატესობა მოიპოვეს. ლელო დადეს ესპანელებმაც და გარდასახვა გამოიყენეს, შედეგად ანგარიში 16:10 გახდა. მატჩის ბოლო წამებზე გიორგი მელიქიძემ კიდევ ერთი ლელო დადო, მათიაშვილმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ 23:10 მოიგეს.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]