weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ბორჯღალოსნებმა“ კრასნოდარში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

17:42 შაბათი, 10 მარტი 2018

კრასნოდარში, რაგბი ევროპის ეგიდით გამართულ პრინციპულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნები“ პირველი ტაიმი 7:9 წააგეს, რადგან მათ თამაშში უამრავი წუნი იყო. პირველ ნახევარში ლელო ანტონ ფეიქრიშვილმა დადო, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა შეასრულა.

მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებმა“ თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორეს. რუსეთმა ქულის აღება ვეღარ შეძლო, საქართველოს ნაკრებმა კი სამი ლელო (ნემსაძე, გაჩეჩილაძე, სიჭინავა) და ორი გარდასახვა (ორივე მათიაშვილი) შემატა საკუთარ აქტივს და ბონუსით გამარჯვება გაიფორმა.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთშეხვედრებს, „ბორჯღალოსნებმა“ აქამდე გამართული 23 შეხვედრის თავზე „დათვები“ 22-ედ დაამარცხეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]