ივნისი 23, 2018
weather cur airplane horoscope tv

ქართველი ფეხბურთელების მონაგარი უცხოურ ჩემპიონატებში

11:57 - 12 მარტი 2018 hits 240

გასულ უქმეებზე რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში კარგი თამაშით გამოიჩინა თავი, რომელთა შორის აღსანიშნავია ეროვნული ნაკრების წევრების მიერ გატანილი გოლები და გამორჩეული ასპარეზობა.

შვეიცარიის სუპერ ლიგაში „ლუცერნმა“ ვაკო გვილიას ერთადერთი გოლით დაამარცხა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ბაზელი“. გვილიამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ახალი გუნდის შემადგენლობაში, სადაც უკვე წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი, პირველი გოლი გაიტანა. 10-გუნდიან ჩემპიონატში „ლუცერნი“ 34 ქულით მე-5 ადგილზეა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურში „სარაგოსამ“ შინ 3:1 დაამარცხა „ლორკა“.  მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე „სარაგოსას“ ქართველმა წევრმა გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მეკარე ჩამოიშორა და ცარიელ კარში გაიტანა. პაპუნაშვილმა 90 წუთი ითამაშა.

საინტერესოა, რომ 22 წლის ფეხბურთელს ლა ლიგა 2-ში მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი, ორივე - „ლორკასთან“. მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილმა ესპანეთის თასზე „ლუგოსაც“ გაუტანა. 22-გუნდიან გათამაშებაში „სარაგოსა“ 46 ქულით მე-7 ადგილზეა.

სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურში ტარაგონას „ხიმნასტიკმა“ სტუმრად „გრანადა“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ტარაგონელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ამ მოგებით „ხიმნასტიკმა“ 36 ქულა დააგროვა და 22 გუნდში მე-16 ადგილზეა.

ბელგიის ელიტარული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „გენკი“ შინ 1:2 დამარცხდა „გენტთან“. სტუმარ გამარჯვებულთა სასტარტო თერთმეტეულში ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. 37-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. 16-გუნდიან ჩემპიონატში „გენტი“ 50 ქულით მეოთხე ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში პლოცკის „ვისლამ“ შინ 2:0 დაამარცხა „კორონა“,' რომლის მაისურით ნიკა კაჭარავამ 90 წუთი ითამაშა. გამარჯვებულთა მხრიდან კი მეორე გოლი ქართველმა ფორვარდმა გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. იგი მატჩის კომპენსირებულ წუთებზე შეცვალეს. 16-გუნდიან ჩემპიონატში „ვისლა პლოცკი“ 42 ქულით მეხუთე ადგილზეა, კაჭარავას „კორონა“ კი 40 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ბაშკირულმა „უფამ“, სადაც ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში შინ მახაჩყალის „ანჟის“ 3:2 მოუგო, რომლის კარსაც გიორგი ლორია იცავს. ქართველი ფეხბურთელები თავისი გუნდების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მატჩის ბოლომდე არ შეცვლილან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]